ქობულეთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. კულტურის სახლში, გამგეობის მხარდაჭერითა და მესამე საჯარო სკოლის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა. საღამოზე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს. პატარებმა ლექსები წაიკითხეს, ასევე სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ფატი ხალვაში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.