ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში, საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებული მოკრივეები ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს
14-06-2016, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში, ცოტა ხნის წინათ გორში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებული მოკრივეები დააჯილდოვეს. ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტსი გამგებელი ედუარდ აღასარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის სხვა პირები ესწრებოდნენ. ამის შესახებ guardian.ge –ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

 

გამარჯვებულ სპორტსმენებს პრიზებთან ერთად ფულადი საჩუქრებიც გადაეცათ, არტუშ გომციანს 100 ლარის ოდენობით, არშაკ ელიზბარიანს 150, ხოლო პირველ ადგილზე გასულ არტემ იორდანიანს, რომელმაც ყველა გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა – 200 ლარი.

 

 

შეხვედრის დასასრულს სპორტსმენების პატივსაცემად ალა–ფურშეტი გაიმართა.

 


ახალქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სპორტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სახელით ბაქოში ახალქალაქიდან წარგზავნილია ბენეტიკ ერანოსიანი და იქ გამარჯვების შემთხვევაში იგი წლევანდელი ოლიმპიადის მონაწილე გახდება. აზერბაიჯანის დედაქალაქში რიო დეჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ბოლო 4 საგზური თამაშდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი