ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სიტყვა-სიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი ისე დასაბუთებული
14-06-2016, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური გადაწყვეტილება რომლის სათაურში სიტყვა-სიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი ისე დასაბუთებული, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მით უმეტეს, არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი. ამასთან კობახიძის თქმით, დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

 

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არც ერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა.

 

 

სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის ივანე მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

 

სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მითუმეტეს არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი.

 

 

”ნაციონალური მოძრაობის” განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით თითქოს ივანე მერაბიშვილი მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მიზნით იქნა დაპატიმრებული არის მტკნარი სიცრუე.

 

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა შეფასდა როგორც კანონიერი და დასაბუთებული”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი