ნინო ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
14-06-2016, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე  იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, ვის გამოც სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა.

 

 

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგი გამართა.

 

 

„დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად მოითხოვს, რომ დადგეს იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც მინიმუმ, სამსახურებრივი გულგრილობას გამოიჩინეს და რომელთა უნიათობით, მავნებლობით და გონებაშეზღუდულობით დადგა ის გადაწყვეტილება სტრასბურგში, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ.

 

 

აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც გააკეთა ქალბატონმა წულუკიანმა, რომელიც გახარებულია იმით, რომ თურმე წინასწარი პატიმრობა საართლიანია და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს ჩვენ, ასეთი სამართალია, როგორც ჩანს, დღევანდელ საქართველოში და დღევანდელ საქართველოსთან მიმართებაში უკვე თანამედროვე მსოფლიოს მხრიდანაც, როდესაც 26 მაისი გამოძიებული არ არის ბოლომდე, დაღუპული ადამანების, დასახიჩრებული ადამიანების ბედი გამოძიებული არ არის, არ არის დაყენებული პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათობით და ასობით ოჯახი გააუბედურეს და ადამიანების სიცოცხლე და ცხოვრება დაამახინჯეს, ხოლო ამ დროს, ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად გვიცხადებენ“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვერ მოიცალა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე განეხილა.

 

 

„სტრასბურგის სასამართლომ ვერ მოიცალა განეხილა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმრის პეტრიაშვილის საქმე; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვერ მოიცალა, რომ განეხილა იმ ადამიანების საქმე, რომელიც სიკვდილამდე სცემეს ჯერ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე, ხოლო შემდეგ უკანონოდ დააპატიმრეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში აწამეს, შემდეგ უკვე საპყრობილეში აწამეს; ვერ მოეცალა განეხილა იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოდან გაქცეულები იყვნენ აბსოლუტურად უსუსური ბრალდებებით და საკუთარი ახლობლების გასვენებასაც ვერ დაესწრნენ, მაგრამ მოახერხა, მოიცალა იმისთვის, რომ განეხილა ვანო მერაბიშვილის საქმე და სასწრაფო გადაწყვეტილებაც გამოიტანა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, მას განსაკუთრებით არ გაჰკვირვებია სტრასბურგის სასამართლოს ამგვარი ქმედება, მით უფრო იმის შემდეგ, როდესაც 2011 წლის 26 მაისს დილით, სისხლგადარეცხილ რუსთაველზე მთელი დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებიც იდგა.

 

 

„მათ წარბიც კი არ შეტოკებიათ იმისდა მიუხედავად, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანების გადარეცხილ სისხლიან პროსპექტზე იდგნენ. ძალიან სამწუხაროა ასეთი ორმაგი სტანდარტები, თუმცა ეს მარტო ევროკავშირის ბრალი არ არის. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის არა მარტო უსუსური, არამედ, როგორც ჩანს, უბრალოდ მავნებელი ან გონებაშეზღუდულია. მე დიდხანს ვარჩევდი სიტყვებს, თუ რა სიტყვებით შემეფასებინა ის, რაც დღეს ჩვენს ხელისუფლებას სჭირს, მაგრამ როდესაც ვანო მერაბიშვილს ციხეში სვამ იმ ბრალდებებით, რომელი ბრალდებითაც ის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ვერ ახერხებ ელემენტარულად პროცედურების დაცვას, შემდეგ სააკაშვილის ბებიის 14-წლიან „ჰონდას“ აყადაღებ, ნამდვილად ან მავნებელი ხარ და გარიგებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მართლა გონებაშეზღუდული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი