"საქართველოს მთავრობას რომ მისცე უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ გააუქმებდა", - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.
ცაგარეიშვილი ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ზეწოლად აფასებს.
„ის ძალადობა, რაც ხდება საერთო სასამართლოებში, ის ძალადობრივი განაჩენები, გადაწყვეტილებები, რომელიც მოხვეულია ზემოდან ხელისუფლების მიერ, ის პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში, ეს ყველაფერი შემდეგ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოში და სრულდება აბსოლუტურად სამართლიანად", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.