საქართველოს პრემიერ–მინისტრი 15-16 ივნისს ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის დროს გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ– ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორბერტ რიოტგენს.
„ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკაზე- ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს, თემაზე ,,საქართველოს ევროპული გზა”. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.