სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს.
„გადაწყვეტილებას გავეცნობით, რა თქმა უნდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც ის გამართლდა და დადასტურდა კონკრეტული დარღვევები. თუმცა, რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით არ იყო გათვალისწინებული ის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დეტალურად შევისწავლით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დასაბუთებული იყო და რა ნაწილში მოხდა სასამართლოს მხრიდან გაზიარება მსჯავრდებულის მოთხოვნის. იქ იყო გასაჩივრებული რამდენიმე გადაწყვეტილება, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დეტალურად უნდა ვნახოთ, რომ კონკრეტულ საკითხზე გავცეთ პასუხი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი. თუმცა დოკუმენტში საუბარია დარღვევებზე. კერძოდ კი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტზე (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ) და 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რა დროსაც ვანო მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით და უარი სათანადოდ არ დაასაბუთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.