ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ არც მარგველაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს პატიმრების შეწყალების დროს პირადი შეხედულებებით არასოდეს უხელმძღვანელიათ და არც ახლა, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში აპირებენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, თუმცა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან საკითხი ამ ეტაპზე არ განხილულა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვას - შეძლებს თუ ვერა პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას, (საუბარია მერაბიშვილის შეწყალებაზე) ვანო მერაბიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ამისაგან დისტანცირება მოახდინოს? - ფიქრია ჩიხრაძემ უპასუხა, რომ მარგველაშვილს და მის გუნდს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.
„პრეზიდენტს და მის გუნდს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. თქვენ რომ დამიწყოთ ლაპარაკი ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობაზე, მისი შინაგან სამქეთა მინისტრობის პერიოდში, ალბათ ყველას გაახსენდება, ჩემი არაერთი უმწვავესი განცხადება და გამოსვლა მისი მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით. მე ხელისუფლებასთან ის პრეტენზიებიც მქონდა თავის დროზე, რომ როდესაც იმ მუხლებით მოხდა ბრალის წაყენება ვანო მერაბიშვილისათვის, რა მუხლებითაც დღეს ის არის გასამართლებული და ნაწილი მუხლებით კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, დავა, ეს არ იყო ის მუხლები, რომელიც ქართული საზოგადოების პრეტენზიებს პასუხობდა ვანო მერაბიშვილის მინისტრობასთან დაკავშირებით,“ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მან ქართული მართლმსაჯულება გააკრიტიკა და მოსამართლეებს არაკვალიფიციურობაში დასდო ბრალი, ხოლო ჟურნალისტის შეკითხვის მთავარი ნაწილის საპასუხოდ კი თქვა:
„არც ერთი წუთით, არც ერთი წამით, არც ჩემთვის, არც პრეზიდენტი მარგველაშვილისათვის, არც მისი გუნდის არც ერთი წარმომადგენლისათვის, ჩვენ არასოდეს არ გვიხელმძღვანელია და არც ახლა ვაპირებთ ვიხელმძღვანელოთ ჩვენი პირადი შეხედულებებით, პატიმარი არის პატიმარი, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ პატიმრის უფლებები ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ეს პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე არჩევიდან ერთი თვის თავზე, იმიტომ რომ მაშინ მოხდა სწორედ ეს ინციდენტი, რომლის თაობაზეც სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია საუბარი და მაშინვე ეს პოზიცია და ეს დამოკიდებულება ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს და დღესაც ეს პოზიცია და ეს დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ. ჩვენ ამ წუთში არ ვმსჯელობთ რა თქმა უნდა ვანო მერაბიშვილის დანაშაულობასა ან უდანაშაულობაზე. ჩვენ ამ წუთში ვმსჯელობთ იმაზე, რომ შესაბამისი ორგანოები - პროკურატურა, სასამართლო და პოლიტიკური გუნდი მოიქცა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც მათ თვალი დაუხუჭეს ისეთ დარღვევებს, რომელიც იქნა დაშვებული მთელ ამ პროცესში და რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა ძალიან მძაფრი საერთაშორისო რეაქცია,“ აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეკითხვაზე - მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა შეწყალების საკითხზე? - ჩიხრაძემ უპასუხა, რომ ამაზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.
„საქართველოს ხელისუფლების ქცევაზე ამ ეტაპზე და შემდგომ პერიოდში ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული,“ თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.