ეკა ბესელია: ვანო მერაბიშვილი ფუნთუშის მოპარვაზე არ არის დამნაშავედ ცნობილი - რომელ პოლიტპატიმრობაზეა საუბარი, სიცოცხლის უფლების ხელყოფა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ
14-06-2016, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 „დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას თავი და გადაწყვეტილების ისე წაკითხვას, როგორც გვინდა“, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილების კომენტირებისას გააკეთა.

 


“ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ თქვა ის, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის უკანონო პატიმარი.... რასაც ამბობს გიორგი ტუღუში, რომ თითქოს პოლიტიკური პატიმარია, უკანონო პატიმარია ვანო მერაბიშვილი დიახ, წერა-კითხვა ყველამ იცის და ვინც კარგად კითხულობს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივად ნახავს, რომ მსგავსი რამ არათუ არ უთქვამს ევროპის სასამართლოს, უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-5.1 მუხლი. ეს არის ის მუხლი, რომელიც იყო გასაჩივრებული და ეხება პატიმრობის კანონიერების საკითხს....

 


მერაბიშვილი დამნაშავედ ცნობილი არ არის ფუნთუშის მოპარვაზე, ის 26 მაისის დარბევაზეა დამნაშავედ ცნობილი. 26 მაისს როდესაც ჩვენი მოსახლეობა და მომიტინგეები სისხლის გუბეში ცურავდნენ. აქ სასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილი იყო დამნაშავე და გამოიყენა ძალა, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს მიადგათ ზიანი და გარდაიცვალნენ ადამიანები....

 


სტრასბურგის სასამართლო არ სვამს კითხვას, არის თუ არა კანონიერად გამოყენებული წინასწარი პატიმრობა მერაბიშვილის მიმართ. ვანო მერაბიშვილი აღარ არის წინასწარ პატიმრობაში, ადამიანს უკვე აქვს მისჯილი მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, არის გირგვლიანის საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ თავად დაავალა საქართველოს, რომ გამოეძიებინა. და რომელ პოლიტიკურ პატიმრობაზეა ლაპარაკი, სიცოცხლის უფლების ხელყოფა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ამაზე მძიმე საქმე არ ყოფილა" - აღნიშნა ეკა ბესელიამ და დაამატა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასურველი ინტერპრეტაციით მიაწოდოს საზოგადოებას.

 


„მე მესმის ყველაფერი შეიძლება იკადროს იმ ხალხმა, რომელიც წლების წინ ამტკიცებდა და აჯერებდა ჩვენს მოსახლეობას და ეს იგივე ხალხია ვინც გვეუბნებოდა , 2008 წელს საქართველომ ომი მოიგოო.... მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მართლაც შოკისმომგვრელი იყო, მათ ეგონათ რომ სწორედ იმას, რასაც ახლა ასაღებენ ტყუილის სახით, იტყოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომ თითქოს ბატონი მერაბიშვილი არის უკანონო პატიმარი და კიდევ უფრო შორს წავიდნენ - თითქოს, არის პოლიტპატიმარი....

 


ძალიან უნდა 'ნაციონალურ მოძრაობას", რომ ვანო მერაბიშვილი დაინახოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქვეშ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს ეს არ უთქვამს და ვერც იტყვის, რადგან მისივე განხილულია გირგვლიანის საქმე, სადაც თქვა, რომ მთელი სისტემა მუშაობდა ერთი ადამიანის - გირგვლიანის, წინააღმდეგ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გუშინ საქართველოს ყოფილი შინაგან სამქეთა პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.

 

 

„ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ დაადგინა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება," განაცხადა კახიძემ.  

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი