მუსლიმების შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა "არ არის ამერიკა, რომელიც ჩვენ გვინდა", – განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.
როგორც BBC იუწყება, ობამამ თქვა, რომ ამერიკელი მუსლიმების სხვაგვარად მოპყრობა ქვეყანას მხოლოდ ნაკლებად უსაფრთხოს გახდის, რადგან ეს მუსულმანურ სამყაროსა და დასავლეთს შორის დაყოფას გაზრდის.
ორშაბათს ტრამპი მის მიერ ადრე წარმოდგენილი მუსლიმების ამერიკაში შეშვების აკრძალვის წინადადებას ისევ დაუბრუნდა და ეს აკრძალვა ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებზე განავრცო, რომელთაც შეერთებული შტატების მიმართ ტერორისტული ისტორია აქვთ.
მან განაცხადა, რომ ორლანდოს ღამის კლუბზე საზარელი თავდასხმა ამართლებს ამგვარ ქმედებას.
49 ადამიანი იქნა მოკლული, როდესაც ომარ მათინმა, შეერთებული შტატების მოქალაქემ, ავღანელი მშობლებით, კვირას ადრე დილით გეი კლუბში ცეცხლი გახსნა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წინადადება პრეზიდენტის ერთპიროვნული ბრძანებით განხორციელდება, გააჩნია რა პრეზიდენტს კანონით მინიჭებული უფლება, "შეაჩეროს ქვეყანაში ნებისმიერი კლასის პიროვნებების შესვლა, რომელსაც პრეზიდენტი მიიჩნევს შეერთებული შტატების ინტერესებისა და უსაფრთხოების გამანადგურებლად".
მაგრამ სამშაბათს, ვაშინგტონში, ფინანსთა სამინისტროში, როგორც ამას BBC წერს, შესამჩნევად გაბრაზებულმა ობამამ წამოიწყო მისი ყველაზე მძაფრი თავდასხმა იმ კაცზე, რომელიც მომავალ თვეს მოსალოდნელია, რომ "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცონ.
როგორც BBC წერს, პრეზიდენტ ობამას ხშირად აკრიტიკებენ იმისათვის, რომ იგი ემოციისგან განმარტოებულია, არის მეტისმეტად მშვიდი და ფრთხილი, რომელიც გადაწყვეტილებებს მოთათბირების შემდეგ იღებს. მაგრამ დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევის შემდეგ, მისმა გაბრაზებამ წინა პლანზე წამოიწია, როცა ტრამპის მოთხოვნას, აიკრძალოს მუსლიმების ქვეყანაში შეშვება, ცივი წყალი გადაასხა.
მან შთამბეჭდავად აარიდა თავი დონალდ ტრამპის სახელის ხსენებას, მაგრამ ორლანოდს ხოცვა–ჟლეტვის შემდეგ მილიარდერის მოთხოვნამ, რომ იგი უნდა გადადგეს პრეზიდენტობიდან, ტერმინის "რადიკალური ისლამის" გამოყენებაზე უარის გამო, უდავოდ განარისხა ობამა.
ტრამპის მკაცრმა ტონმა პრეზიდენტის პატრიოტიზმი ეჭვქვეშ დააყენა, მაშინ როცა კმაყოფილი დატოვა მისი ის მხარდამჭერები, რომლებიც ობამას მიიჩნევენ სუსტ უმაღლეს მთავარსარდლად, რომელმაც არც ერთი მიმართულებით არავითარი საკმარისი ნაბიჯები არ გადადგა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
თანამედროვე ამრიკაში, ისეთი ტრაგიკული ამბები, როგორიცაა ორლანდოს მასობრივი მკვლელობა, ჩვეულებრივ განაპირობებს ქვეყნის დაყოფას, ისევე როგორც გაერთიანებას. და ეს განსაკუთრებით ასეა, ამ გაღიზიანებულ საარჩევნო პერიოდში, წერს BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.