გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის გადადების მიზეზი კრიმინალის პრობლემა არ ყოფილა.
„საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, ჩვენ ყველა საკითხში გვაქვს გერმანიის აბსოლუტური მხარდაჭერა, მათ შორის, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების დროს ეს კიდევ უფრო აშკარად და ხელმისაწვდომად გაჟღერდება ჩვენი მოსახლეობისთვის. ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადადება არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს, არსებობს შიდაპოლიტიკური საკითხები გერმანიაში, ზოგ სხვა წევრ სახელმწიფოში და ამ საკითხების გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში ყველა საშინაო დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულა. ეს აღიარებულია შენგენის წევრი ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, გერმანიის მიერ. ასე რომ, ამ საკითხის გადადება საქართველოს ბრალით არ ხდება. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ამ საკითხის გადადების მიზეზი. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი“, - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
ევროპარლამენტის წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი იმ მითებსა და ჭორებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მედიით ვრცელდება. აუსტრევიჩიუსს კრიმინალთან დაკავშირებული 2015 წლის გერმანული ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველო 24-ე ადგილს იკავებს მხოლოდ.
„ჩემი კოლეგები ევროპის მასშტაბით ქართველების მიერ ჩადენილ და მათ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაზე საუბრობენ. უამრავი მითი და ჭორი ვრცელდება. ამიტომ მე ვაჩვენე ელმარ ბროკს 2015 წლის გერმანული ოფიციალური სტატისტიკა - ქართველები არიან იტალიელებზე, უკრაინელებზე, ალბანელებზე, სერბებზე ქვევით. ვფიქრობ, რომ სექტემბრის პირველ ნახევარში შევძლებთ სესიაზე კენჭისყრას. ოპტიმისტური ვარიანტი იქნებოდა ივლისში, მაგრამ უფრო რეალისტური არის სექტემბერი“ - აცხადებს აუსტრევიჩიუსი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი კენჭს სექტემბერში უყრის. უვიზო რეჟიმთან ერთად, მსჯელობა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზეც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.