ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ბერშეუთში დაკავებული მამა-შვილი გაათავისუფლა.
ისინი ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გუშინ საღამოს გამოუშვეს.
60 წლის გიორგი ზაუტაშვილი და მისი შვილი, 42 წლის როინ ზაუტაშვილი ოთხი დღის წინ სოფლის განაპირას მდებარე საძოვარზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.