ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდას აპირებს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში მინისტერიალის პირველი დღის ბოლოს განაცხადა და ასევე დასძინა, რომ ალიანსი აპირებს, ბალტიისპირეთში 4 მულტი ნაციონალური ბატალიონი განათავსოს.
„ნატო შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდას აპირებს. შავი ზღვის რეგიონში განთავსდება უფრო მეტი აღჭურვილობა. გარდა ამისა, ალიანსი აპირებს ბალტიისპირეთში 4 მულტი ნაციონალური ბატალიონი განათავსოს“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ და ნატო არ ცდილობს კონფრონტაციას რუსეთთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.