2016 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.9 მლნ აშშ დოლარი ( 203.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 4.9 პროცენტით (4.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.9 პროცენტი მოდიოდა.
2016 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (34.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა (30.9 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.