მანანა კობახიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ თითქოს სახელმწიფო ვალდებულია მერაბიშვილი გაათავისუფლოს
15-06-2016, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში  არც ერთი სიტყვა არ არის გამოყენებული, რომელიც რაიმე ფორმით ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობას დაასაბუთებს და არც იმაზეა საუბარი, რომ მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები  პოლიტიკურ სპეკულაციაა.

 

 

„არაფერი მსგავსი არ წერია, რომ თითქოს ის ან პოლიტპატიმარია ან თითქოს სახელმწიფო ვალდებულია კარი გააღოს და ის გაათავისუფლოს. ასეთი დავალება ჩვენ ევროსასამართლოსგან არ მიგვიღია, ამიტომ ბუნებრივია, ეს უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ სპეკულაციად“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც  2013 წლის მაისში დაიწყო და  2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი. თუმცა დოკუმენტში საუბარია დარღვევებზე. კერძოდ კი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტზე (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ) და 2013 წელს სექტემბერს მოსამართლის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი