მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ არასამთავრობოთა სარჩელის განხილვა პლენუმმა დაასრულა
15-06-2016, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა დანიშვნის წესზე 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელის არსებითად განხილვა დაასრულა და პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

 

 

მოსარჩელეები აპროტესტებდნენ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას ეხება.

 

 

მათი განმარტებით, მოსამართლეებს ფარული კენჭისყრით ისე ირჩევენ, რომ არ არსებობს დასაბუთება, რატომ მიენიჭა უპირატესობა ამა თუ იმ კანდიდატს.

 

 

„ამ ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და ასევე სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. ვინაიდან, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. იმედს გამოვთქვამ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უსწრაფეს ვადაში მიიღებს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას და ეს სარჩელი დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი