ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში ადამიანების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ გააკეთა.
"მოიწამლნენ ადამიანები, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვიცით რის გამო მოხდა ეს. დაწყებულია ლაბორატორიული კვლევა და ასევე გამოძიება. ამ ეტაპზე, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ", - აღნიშნა ვარშანიძემ.
ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში წვეულებაზე 24 ადამიანი, მათ შორის, 11 ბავშვი მოიწამლა. გუშინ საღამოს, დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ყველა სტუმარი, გარდა ჩინეთის მოქალაქისა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პირველადი მოკვლევით, საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია - სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის „დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი“.
როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ექიმმა პედიატრმა, ხათუნა კაკაბაძემ განაცხადა ამ ეტაპზე 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
"11 პაციენტი შემოვიდა ზოგადი სისუსტით, გულისრევის შეგრძნებით და ძილიანობისკენ მიდრეკილებით. 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები იმყოფებიან მონიტორნგის ქვეშ, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალობას. ტარდება შესაბამისი კვლევა და კვლევის რეზულტატიდან გამომდინარე გაკეთდება დასკვნა", -აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.