ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე, ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია გვჭირდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხარდაჭერის დემონსტრაცია აუცილებელია საიმისოდ, რომ ვარშავის სამიტი გაწევრიანებისაკენ გადადგმული ნათელი და თვალსაჩინო ნაბიჯი გახდეს.
”სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დადასტურება; პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.