სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნაბაკევის თემის მოსახლეობას შეხვდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სასმსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება ნაბაკევის თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გამახვილდა. ამ მიმართულებით, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში მოსახლეობის აზრის გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული მიმართულებით აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.