დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს გადიან.
შეხვედრას ასევე საქართველოში ლიტვის სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ესწრებოდა.
ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტმა დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინტენსიური ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა შესთავაზა. დევნილთა სამინისტროს ცნობით, პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა უმაღლესი განათლების მისაღებად როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში.
წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადი შეიტანონ და განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამის დახმარებით გააგრძელონ.
შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ისინი დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს სთავაზობენ.
LCC საქართველოს პროგრამის დირექტორის, რობ უილსონის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ომის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულყოფილი განათლება მიეღოთ, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება ან სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.