დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა
15-06-2016, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის სკვერში ფოტო-გამოფენა, კონცერტი, ეტლით მოსარგებლეთა სპორტული შეჯიბრება, ესტაფეტა, „ბოჩა“ და სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, უფლებადამცველებმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, მსახიობებმა და სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

 

სპორტულ-კულტურულ შეჯიბრებებში რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა. გუნდის რიგებში ცნობადი სახეები იყვნენ. ერთ-ერთ სპორტულ ესტაფეტაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან ერთად შეჯიბრებაში მსახიობი ანდრია გველესიანი მონაწილეობდა. საზეიმო ღონისძიების ბოლოს შეჯიბრებაში გამარჯვებულები სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

 

ღონისძიება თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი