არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს
15-06-2016, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.

 

 

„ახალი კანონის ამოქმედების შემდგომ ექნებათ 10%-ზე უფრო ნაკლები, როგორც პატრიოტთა ალიანსს და მთლიანად მის ბლოკს - „გაერთიანებული ოპოზიცია“, ასევე „ლეიბორისტებსაც“ და ბურჯანაძის პარტიასაც. ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ამ ცვლილებებს“,- განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ.

 

 

ოპოზიციის ნაწილი კი კანონის იმ ნორმას აპროტესტებს, რომელიც პარტიებისთვის წინასაარჩევნოდ სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება.

 

 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივნის გოჩა თევდორაძის თქმით, მათ მმართველ გუნდს, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასული პოლიტიკური სუბიექტებისთვის, სარეკლამო დროის გამოყოფა კოალიციის კუთვნილი დროიდან შესთავაზეს.

 

 

„ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს და „ქართულ ოცნებას“, მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად „ქართული ოცნების“ კოალიციისთვის რა უფასო სარეკლამო დროც იყო მიცემული, იმ დროის მონაკვეთებიდან მომხდარიყო განაწილება იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც მას გამოეყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვიტოვებენ ერთს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ“,- აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი