ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირერბმა საჩინოს წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
როგორც guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 936 388 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 1 000-მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სათავე ნაგებობისა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება, ხოლო წყალსადენი სისტემის შიდა დაქსელვა და აბონენტთა გამრიცხველიანება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.
წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტელი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება აგვისტოს თვეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.