შსს აზერბაიჯანში ახალი სატრანსპორტო რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
06-08-2014, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანში ახალი სატრანსპორტო რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტო განცხადებას ავრცელებს და მძღოლებს იმ აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს, რაც მათ ავტომანქანით საზღვრის გადაკვეთის პროცესში დაუდგებათ.

 

 

„მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ევრო 4 (EURO 4) სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას შეიტანს. აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი, ევრო 4-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში პასუხისმგებლობას იღებს“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი