გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ.
ცერემონიალის შემდეგ, დაიწყო ორი ქვეყნის ლიდერების სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.