საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფო" ქვეყნის ტერიტორიაზე ახალ ტერაქტებს გეგმავს.
„ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც ერაყსა და სირიაში უკან იხევს და ამიტომ თავისი აქტივობა გადმოაქვს ჩვენთან“, - განაცხადა ვალსმა.
საფრანგეთის გარდა, ტერორისტულ საფრთეებზე საუბრობენ ბელგიის სპეცსამსახურებიც. მათი ცნობით, დაახლოებით, 15 დღის წინათ „ისლამური სახელწმიფოს“ მებრძოლთა ჯგუფი სირიიდან ევროპაში ჩავიდა.
„ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ბელგიაში, მეორე კი, საფრანგეთში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ამ ადამიანებს საჭირო იარაღი აქვთ და მათი თავდასხმა გარდაუვალია“, - ნათქვამია ბელგიური სპეცსამსახურების ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.