ომბუდსმენი ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
15-06-2016, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს, სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე  მუხლების კონსტიტუციურობა.

 

 

სახალხო დამცველის აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა, არ შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.

 

 

„უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტს ისეთი ქმედება წარმოადგენს, რისთვისაც პირმა, ერთხელ უკვე აგო პასუხი; ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებულ, ერთი და იგივე დანაშაულისათვის მსჯავრის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს – „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“,-აცხადებს ომბუდსმენი.

 

 

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი