ანგელა მერკელი: ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს
15-06-2016, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.

 

 

ამის შესახებ მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

„ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას. ეს მნიშვნელოვანი და კარგი საფუძველია, რომ ეკონომიკური ურთიერთობები გერმანულ საწარმოებთან გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში“,-განაცხადა მერკელმა.

 

 

მან ასევე  აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე შეხვდა გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს.

 

 

„ალბათ, ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს. თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობის და გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა“, -განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თქმითვე, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი