გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიას ძალიან უხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან.
ამის შესახებ მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მოიაზრებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან... ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. მიხარია, რომ ადამიანებს შორის კონტაქტები არსებობს ამ რეგიონებში და მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატების მისაღწევად”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განცხადების თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.