ანგელა მერკელი: დიდი იმედი მაქვს, ევროპარლამენტში მალე იქნება კენჭისყრა საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭებაზე
15-06-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციისთვის. დღეს საუბარია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ“,-განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, გერმანია ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს, მაგრამ ამას საქართველოსთან უშუალო კავშირი არ აქვს.

 

 

„მე წინა კვირასაც სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზის ლიბერალიზაციას  შეჩერების მექანიზმის კონტექსტში განვიხილავთ. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი. ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება, მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და ევროკავშირში მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც გასულ წელს სერბეთთან გვქონდა შემთხვევა, ამის განმეორება რადგან არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე“,- განაცხადა ანგელა მერკელმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი