გიორგი კვირიკაშვილი: აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღსადგენად მიზანმიმართულ პოლიტიკას ვახორციელებთ
15-06-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ მიზანმიმართულ პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 


„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო ფორმატი გვაქვს, სადაც ჩვენ ვიხილავთ საქართველო-რუსეთს ურთიერთობის შორის საკითხებს და ასევე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვთვლით, რომ გერმანიის აქტიური როლი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე გვაქვს გამოკვეთილი პროგრესი ბოლო რამოდენიმე რაუნდზე, როდესაც შევძელით გალის რეგიონში, აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და გადაწყვეტის მექანიზმის კვლავ ამუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინციდენტები კონფლიქტურ რეგიონებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გერმანიის ეუთო-ს პრეზიდენტობის პერიოდში, მოხდება სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით სახელმწიფოს გააჩნია ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება პირველ რიგში და ერის გამთლიანება“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი