დეპუტატი სერგო ხაბულიანი ცაგერის, ლენტეხის, ონის, ამბროლაურისა და მესტიის ოლქში კენჭისყრას არ აპირებს და მხარს სავარაუდოდ, სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს
15-06-2016, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, სერგო ხაბულიანი მესტიის, ლენტეხის, ონის, ამბროლაურისა და ცაგერის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.

 

 

როგორც მან guardian.ge–ს განუცხადა, იგი დაელოდება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს, რის შემდეგაც, შესაძლოა მან პოლიტიკიდან წასვლისა და სამეწარმეო საქმიანობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს. იგი იმ სიძნელეებზე საუბრობს, რაც გეოგრაფიული სიშორისა და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით, ერთ ოლქში გაერთიანებული ხუთი მუნიციპალიტეტის მომავალ მაჟორიტარ დეპუტატს შეექმნება.

 


როგორც ხაბულიანი აცხადებს, მუნიციპალიტეტების სწორედ ამგვარმა არამართებულმა გაერთიანებამ ააღებინა საბოლოოდ ხელი ერთიან ოლქში კენჭისყრის სურვილის გამოხატვისაგან, თუმცა მზად არის ღირსეულ კანდიდატს, სასურველია "ქართული ოცნებიდან", გვერდში დაუდგეს.

 

 

„5 მუნიციპალიტეტისგან შემდგარ საარჩევო ოლქში ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის წარდგენას. ეს ხუთი მუნიციპალიტეტი ისეთი დანაწევრებულია და იმდენად შორს მდებარეობს ერთმანეთისგან, რომ მათ ერთ ოლქში გაერთიანებას არ მივესალმებოდი და არც ახლა მივესალმები. ყველაზე კარგი ვარიანტი იყო რომ ყოფილიყო ერთად ლენტეხი და ცაგერი - ქვემო სვანეთი და ლეჩხუმი, ასეთ შემთხვევაში კიდევ იყო შანსი რომ მონაწილეობა მიმეღო. ვერ წარმომიდგენია იყო დეპუტატი და არ მიხვიდე ამომრჩეველთან, ასეთ პირობებში კი, ეს საკმაოდ რთულია.

 


"მე დავრჩები პოლიტიკაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება ჩემს ქვეყანასა და ჩემს კუთხეს. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ, მივიღებ გადაწყვეტილებას რა კუთხით გავაგრძელებ მოღვაწეობას - ალბათ, უფრო დავუბრუნდები სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მე თვითონ შევქმენი ეს და ალბათ, ვფიქრობ, რომ დავუბრუნდე," აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და დაამატა, რომ სამომავლოდ თუ პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს, მისი რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ალიანსი გამორიცხულია.

 


„მე არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ თუ მე არ ვიქნები მაჟორიტარ დეპუტატად აქ, თუ არ ვიქნები პარლამენტის წევრი, წავალ სხვაგან - ნამდვილად არ ვაყენებ ასე საკითხს“, განაცხადა ხაბულიანმა.

 


ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი 5 მუნიციპალიტეტისგან გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ღირსეული კანდიდატის დასახელებას ელოდება და აცხადებს, რომ წარდგენილი კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის, ზემო და ქვემო სვანეთის სიმპათიას იმსახურებს.

 


„თუ დასახელდება ღირსეული კანდიდატი, შემიძლია გითხრათ, რომ მე მას დავუდგები გვერდში. კანდიდატი ნებისმიერ ძალას შეუძლია დაასახელოს, თუმცა, მინდა რომ პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან იყოს. მე მინდა მივმართო ჩემს ამომრჩეველს და არამარტო მათ, ხმა მიეცით ნებისმიერ ღირსეულს, ვინც არ კლავს, არ სცემს, არ აუპატიურებს.

 

 

"სურვილები პარლამენტში მოხვედრის ძალიან დიდია, ყველა პარტია ამბობს, რომ უალტერნატივოა, მაგრამ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს სიმწარე, არა მგონია, რომ უნდოდეთ აქეთ დაბრუნება.

 


"მე პირადად გადავიტანე დაჭერა, ხელბორკილი და ციხის კედლები - არა მგონია ვინმეს უნდოდეს აქეთ წასვლა. ძალიან დიდ პატივს ვცემ, პირველ რიგში, პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელშიც მე ქვეყნის საშველს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს წარმოუდგენია ასე," განუცხადა guardian.ge-ს სერგო ხაბულიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი