ირაკლი ალასანია: დიპლომატებთან თავდაცვის სამინისტროს გეგმების განხორციელების მიზნით ვმუშაობთ
06-08-2014, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

 

როგორც ირაკლი ალასანიამ ამბასადორიალის დღევანდელი შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა, თავდაცვის სამინისტრო დიპლომატებთან, საგარეო პოლიტიკური უწყების მთავარ წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს იმის დასაგეგმად, თუ როგორ განხორციელდეს გეგმები.

 

 

"ეს არის უპრეცედენტოდ მასშტაბური ამბასადორიალი, რომელშიც თითქმის მთელი მთავრობა მონაწილეობს. ჩვენს დიპლომატებთან, საგარეო პოლიტიკური უწყების მთავარ წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ, თუ როგორ განვახორციელებთ ჩვენს გეგმებს. თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით და სწორედ ამაზე გვექნება საუბარი, როგორ გახდეს ჩვენი ძალისხმევა მეტად ეფექტური. რაც მთავარია, საგარეო და სამხედრო პოლიტიკური ძალისხმევა უნდა ეხმარებოდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას", – განაცხადა ალასანიამ.

 


ამბასადორიალი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 4 აგვისტოს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი