„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი“,- განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მერკელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს ასოცირების შეთანხმების შესახებ იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. მისი განმარტებით, ეკონომიკური კავშირები გაიზარდა.
„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ არ არის ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატი, ეს არ არის ჩვენს დღის წესრიგში. ასოცირება ძალაში შედის, მაგრამ ჯერ მისი იმპლემენტაცია საჭიროა. ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, ასოცირების შეთანხმება რის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს“,- განაცხადა მერკელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.