გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ ვთვლით რომ გერმანიამ იმედები გაგვიცრუა
15-06-2016, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიამ არათუ იმედები გაუცრუა საქართველოს, არამედ პროცესი, რომელშიც ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

„ჩვენ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განვიხილავთ გაცილებით უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში. ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც, ასევე, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის, როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე, გლობალური პოლიტიკის. ამიტომ, ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ჩვენ ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიას. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც, პრინციპში, ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და ასევე, გახდება ნატო-ს წევრი.

 

 

„ამისთვის საჭიროა ის, რომ საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, გააფართოოს პარტნირობა ალიანსთან. ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც საერთაშორისო კონტექსტი მზად იქნება ამისთვის. გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მადლობლები ვართ გერმანიის იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში უწევს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   jioni
      
მააააგარი ჟულიკები ხართ,,,,,,,,,,
15 ივნისი 2016 10:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი