"საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები რომ ყოფილიყვნენ, პუტინის აგრესია არ მოხდებოდა", - აღნიშნული განცხადება "რუსთავი 2"-ის ცნობით, აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში კონგრესმენმა, ელიოტ ენგელიმ გააკეთა.
“რომ დავუბრუნდეთ 2008 წელს, ვფიქრობ დაშვებული იყო სტრატეგიული შეცდომა, რომ ნატო-მ არ მიიღო უკრაინა და სხვათა შორის საქართველო. ვიცი ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ცდილობდა როგორმე ეს გაეკეთებინა, მაგრამ გერმანელებმა და ფრანგებმა დაბლოკეს. ჩვენმა არასაკმარისმა ძალისხმევამ, მიგვეღო საქართველო და უკრაინა ნატო-ში, ფაქტიურად შეუძლებელი გახადა მათი შემოსვლა ალიანსში მომავალში, ვფიქრობ ეს დრო დავკარგეთ,“ - განაცხადა კონგრესმენმა ნიუ-იორკის შტატიდან, ელიოტ ენგელიმ.
აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რუსეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას, რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლიც ესწრებოდა.
მაკფოლის თქმით, ყოველთვის როდესაც რუსეთის ლიდერი გადაწყვეტდა ძალის გამოყენებას აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული მოძრაობის ჩასახშობად, ამერიკას არ ჰქონია ამის შემაკავებელი კარგი არჩევანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.