პროფესიულ განათლებაში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოსა და გერმანიის განათლების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
15-06-2016, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს გერმანული ინსტიტუტების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრის, იოჰანა ვანკას შეხვედრაზე.

 


მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელ ნაწილზე - განათლების რეფორმაზე, რაც პროფესიულ განათლებაში გერმანული მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. მისი თქმით, გერმანული დუალური მოდელი გულისხმობს მიდგომებს, რომელიც მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან და კურსდამთავრებულების მომავალ დასაქმებასთანაა დაკავშირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გამოითქვა იმედი, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებული განათლების სისტემა ქვეყანას მეტ კვალიფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და მეტ დასაქმებულ ადამიანს შესძენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს, იოჰანა ვანკას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალურ სამინისტროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რაც პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 

 

მემორანდუმი ითვალისწინებს: პროფესიონალების გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტების დამეგობრებას საქართველოში დუალური განათლების დანერგვის მხარდასაჭერად; სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას; ერთობლივი სემინარების, კონფერენციების მოწყობას, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა, იოჰანა ვანკამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი