თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
საქმე ეხება ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს, სადაც ოქრუაშვილი პროკურატურის მთავარი მოწმეა.
სასამართლოში ოქრუაშვილმა დეტალურად გაიხსენა 2005 წელს შავნაბადას რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა.
ოქრუაშვილის მტკიცებით, სწორედ იქ დაიგეგმა ვალერი გელაშვილზე თავდასხმა, რომლის მიზეზიც გელაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.
ოქრუაშვილის ჩვენებით, მან გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაზე უარი თქვა, რაც საბოლოოდ ყოფილმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა იმ დროინდელ მინისტრს დაავალა.
„მას ჰქონდა გარკვეულ წყენა გელაშვილის გარკვეული გამონათქვამების შედეგად, რომელიც შეეხებოდა სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ჰქონდა სურვილი ამ განცხადებების შედეგად დაესაჯა იგი.
სააკაშვილი მთხოვდა, რომ გელაშვილის მიმართ განეხორციელებინა ანგარიშსწორება. ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი არ გამოჩენილიყო. მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და როცა მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, მასთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა შესრულდა ვანო მერაბიშვილის მიერ.
მერაბიშვილი აგულიანებდა და ეუბნებოდა, თუ ერთხელ ასეთი რამ პრეზიდენტს ვინმემ გაუბედა, მაშინ სხვებიც გაუბედავდნენ, რომ არ უნდა დარჩენილიყო ყურადღების მიღმა და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. ჩავთვალე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა. მეორე შეხვედრა იყო, როცა მე ვცდილობდი გადარწმუნებას, მესამე შეხვედრაზე კი პოსტ ფაქტუმ ვისაუბრეთ, ანუ ეს ყველაფერი მოხდა და ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორება განხორციელდა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.