ხობის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით, ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს.
დაგეგმილია 36 ახალი, მათ შორის, 7 მძიმე ტექნიკის, 20-საავტომობილო, 9-საფეხმავლო ხიდის აშენება და 9 ხიდის კაპიტალური გარემონტება.
სამუშაოებზე 940 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა სიჭინავამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა, ანგულ მიქავამ დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.