ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული იაშა მახარაძე, მოქალაქეები ბადრი ბასილაძე, როლანდ ბასილაძე და სულეიმან კონცელიძე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი ბასილაძემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება განიზრახა.
"გეგმის სისრულეში მოსაყვანად ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს, იაშა მახარაძეს, მოქალაქეებს სულეიმან კონცელიძეს და როლანდ ბასილაძეს დაუკავშირდა, რომელთა დახმარებითაც სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი მონაცემების შეტანა მოახდინეს, თითქოსდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბობოყვათისა და ციხისძირის ტერიტორიაზე 17 195 კვ/მ მიწის ნაკვეთით ფლობდნენ და სარგებლობდნენ, რის გამოც, კომპენსაციის სანაცვლოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან 258 858 ლარი მოტყუებით მიიღეს",- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.