ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა,დავით ბაქრაძემ.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხაზგასმით იყო აღნიშნული რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან აახლოებს.
”ერთის მხრივ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესისთვის. მეორე მხრივ აღინიშნა ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს და არანაირი შეფერხება გერმანიის მხრიდან ამ პროცესს არ ექნება, გამომდინარე შესრულებული სამუშაოს იმ მაღალი ხარისხიდან, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. ჩვენ ასევე მივიღეთ დამაიმედებელი გზავნილი, რომ ევროპარლამენტის ფარგლებშიც გერმანია გააგრძელებს და მხარს დაუჭერს საკითხის დროულად გადაწყვეტას.აქედან გამომდინარე, ჩვენ გერმანულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ველოდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთის”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.