საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. ბელგიის დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის გამართვა იგეგმება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. ასოცირების კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იქნება ევროკავშირის მხარე, კერძოდ, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი.
კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ ყველა ძირითად პრიორიტეტს, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ.
საუბარი ასევე შეეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს. კომიტეტის სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.