საფრანგეთის ქალაქ ლილში ფეხბურთის გულშემატკივრებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ არეულობის დროს 40-მდე გულშემატკივარი დააკავა.
დასავლური მედიის ცნობით, არეულობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათი უმრავლესობა ინგლისელი იყო.
BBC-ის ინფორმაციით, ისინი რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ რუსეთი სძულთ.
ფრანგმა სამართალდამცველებმა გულშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.