რუსეთის საგარეო უწყებამ, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, ქართული მხარე "არაკონსტრუქციულობაში" დაადანაშაულა
16-06-2016, 02:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე რუსულმა მხარემ საქართველო „არაკონსტრუქციულ პოზიციაში“ დაადანაშუალა. რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ თბილისმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებეზე უარი თქვა, რაც „მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი არაკონსტრუქციულ მიდგომად იყო აღქმული“.

 

 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა 7 ივნისს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულმა რეზოლუციამ დევნილების დაბრუნების შესახებ.

 

 

"აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დელეგაციებმა მკაფიო პროტესტი გამოთქვეს, მოითხოვეს ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგიდან დევნილთა საკითხის ამოღება და განაცხადეს, რომ ამ თემას აღარ განიხილავენ იქამდე, სანამ ქართული მხარე არ შეწყვეტს ნიუ იორკში დოკუმენტების შეტანას, რომელსაც დევნილთა მდგომარეობის შემსუბუქებისთვის არანაირი აზრი არა აქვს. რუსულმა დელეგაციამ ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელთა პოზიციას მხარი დაუჭირა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტიც იყო.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 6 ივლისს, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი კი მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი