თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში წუხელ მოსულ ნალექს არსებითი შეფერხება არ გამოუწვევია.
ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუბება.
„თბილისში წუხელ მოსულ ნალექს სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია. მცირე მეწყერი ჩამოვიდა ახალდაბის გზაზე, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები“,-განაცხადა მერმა.
წუხელ თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დოლიძის ქუჩაზე. წყალი დაგროვდა და ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. დაზიანდა ასფალტის საფარიც. უხვი ნალექი იყო წყნეთსა და ბეთანიაშიც.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, სეტყვამ შიდა ქართლში რამდენიმე სოფელი დააზარალა. ყველაზე მეტად კი სოფელი კვარხეთი, სადაც განადგურებულია ხეხილი, ვაზი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ასევე დაისეტყვა სოფლები ზერტი, სკრა და ვარიანი. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობის უმეტესობამ იზარალა, რომლებსაც მოსავალი გაუნადგურდათ. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო ბორჯომშიც. ქალაქში მოსახლეობის ეზოები და საავტომობილო გზები დაიტბორა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. უხვი ნალექი სანიაღვრე სისტემამ არ გაატარა, რამაც დატბორვა გამოიწვია. მოსახლეობა კოლექტორების დასუფთავებას ითხოვს. სეტყვამ სოფელი სადგერიც დააზარალა. ადგილობრივებს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ.
დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრად დაკლებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ცნობით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა ელჭექით. უამინდობა საქართველოში ორი დღე გაგრძელდება. ამინდი კი 18 ივნისიდან გაუმჯობესდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.