Frontera Resources-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს არ სურს ბუნებრივი რესურსების განვითარება წაახალისოს
16-06-2016, 03:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია Frontera Resources-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის,  სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ არის დაინტერესებული ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების განვითარება წაახალისოს.

 

 

ამის შესახებ განცხადება  Frontera Resources-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, უკრაინაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებისკენ, საქართველოში კი საპირისპირო ხდება.

 

 

„საქართველოში აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რაც მზად იქნება ბაზრისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ინოვაციების წახალისება. ამის გასაკეთებლად კი საჭიროა მთავრობა, რომელიც მთელს ძალას ახმარს რეფორმებს. ადრე ვიღაცამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სამინისტროები ზოგადად მიმზიდველია კორუფციისთვის, რადგან ბევრი ფული გადის ამ უწყების მეშვეობით. უკრაინაში ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებისკენ, საქართველოში კი საპირისპირო ხდება. ჩვენ ვხედავთ ენერგეტიკის სამინისტროს, რომელსაც სხვა მიზნები აქვს და სხვადასხვა მიზეზით ნამდვილად არ სურს მის ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების განვითარება წაახალისოს“,– განაცხადა სტივ ნიკანდროსმა.

 

 

თარგმანს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი