ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის შედეგად მსუბუქი დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა.
კრწანისის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გულბანის 23 ნომერში დღეს დილით გაჩნდა და 120 კვ.მ-ზე გავრცელდა.
ადგილზე კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ასევე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
დაზარალებულებს გამგეობა დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.