საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, როდესაც შეეხო რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების პრობლემატიკას, განაცხადა: "რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“.
ივანიშვილისგან ამ ფრაზის მოსმენისას, ბუნებრივად იბადება კითხვა, – შე დალოცვილო, პრემიერ–მინისტრი იყავი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა გქონდა და საქართველოს მთავარი პრობლემის გადასაჭრელად, რატომ არ შეხვდი ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს, მაშინ ხომ გეცოდინებოდა და ჩვენ (საზოგადოებას) არ გვეტყოდი ამ სიტყვებს?!
ბ–ნო ბიძინა, თქვენი მხრიდან, ამ უმაღლესი პოლიტიკური დონის შეხვედრის (რომელიც გარდაუვალია, რადგანაც ჩვენთვის სასიკეთოდ სხვაგვარად არაფერი შეიცვლება!), ღარიბაშვილ–მარგველაშვილ–კვირიკაშვილზე გადაბარება, რამდენად სწორი და გამართლებულია, როცა ამ სამი ახალგაზრდა ადამიანის გამოცდილება (რაც ამ დონის შეხვედრისთვის უმთავრესია!), თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ახლოსაც ვერ მოვა?!.. მოკლედ, დღეს მკითხაობას რაღა აზრი აქვს, თქვენ, პრემიერ–მინისტრი იმიტომ იყავით, რომ თავად უნდა გაგერკვიათ, – "პუტინი რას გადაწყვეტდა და როგორ მოიქცეოდა"!!
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.