„უსამართლო სასამართლო,“ – ამ ლოზუნგით ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენი გააპროტესტეს "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა სააპელაციო სასამართლოს ეზოში.
“თუ ჩვენი ხელით, ჩვენი ბრძოლით არ მოვიპოვეთ სამართლიანობა, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, თავისით მურუსიძის ხელით, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი სასამართლოს არ გაათავისუფლებს. ეს ძალიან კარგად ჩანს ყველა სასამართლო ინსტანციაში, განსაკუთრებით სააპელაციოში და რა თქმა უნდა, ის ცვლილებები რაც განახორციელეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში, მეტყველებს იმას, რომ ასევე უნდათ გავლენის მოხდენა მასზე. ზუსტად პირველივე შემთხვევაზე, მოსამართლე ტურავამ ის ცვლილებები გამოიყენა და გაჭიმა დრო სწორედ რაც ეხებოდა კაბელების საქმესა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საქმეებს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა რომელიც გვაქვს, ეს არის სამოქალაქო ბრძოლა, ერთობლივად პროტესტის დაფიქსირება“ - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 16 მაისს შეეფარდა.
ისინი მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.