ნინო ბურჯანაძე: ვინც მე პრორუსულობას მაბრალებენ - როგორ არის საქმე, ბატონი მაიკლ მაკფოლი და ქალბატონი მერკელიც პრორუსულები არიან?!
16-06-2016, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველომ სამწუხაროდ თავის დროზე დაკარგა სტრატეგიული შანსი გამხდარიყო ნატო-ს წევრი, ეს მნიშვნელოვანწილად დასავლეთის და ასევე ყოფილი ხელისუფალის, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა“,-განაცხადა  პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

 

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ არა ერთხელ გამიკეთებია ის განცხადებები, რომელზეც დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება, ლაპარაკია საქართველოს ე.წ. ნატო-ში გაწევრიანებაზე და ევროკავშირის წევრობაზე ან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ერთ-ერთი წევრის, ნიუ-იორკის წარმომადგენლის და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის რუსეთში მაიკლ მაკფოლის განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, რასაც მე ვამბობდი, რომ საქართველომ სამწუხაროდ თავის დროზე დაკარგა სტრატეგიული შანსი გამხდარიყო ნატო-ს წევრი, ეს მნიშვნელოვანწილად დასავლეთის და ასევე ყოფილი ხელისუფალის, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. დღეს ჩვენს ქვეყანას ეს შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, ქართველი ცალკეული პოლიტიკოსები დაშტამპულად აზროვნებენ და ძალიან კონკრეტულ დავალებას ასრულებენ.

 

 

„ასევე მოვისმინეთ ქალბატონი მერკელის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების დარეგულირება და გერმანია მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დაახლოებისა და გაუმჯობესების პროცესს. მე ახლა მაინტერესებს ვკითხო იმ ადამიანებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და არა მარტო პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც ზუსტად ანალოგიური განცხადებებისთვის მე პრორუსულობას მაბრალებენ: როგორ არის საქმე, ბატონი მაიკლ მაკფოლი ნიუ-იორკის შტატის წარმომადგენელი კონგრესში, ქალბატონი მერკელიც პრორუსულები არიან თუ რამე შეიცვალა თქვენს მოსაზრებაში?! თუმცა ეჭვი მაქვს, რომ არაფერი ქართველი ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებებში არ შეცვლილა, იმიტომ, რომ ისინი აზროვნებენ დაშტამპული აზროვნებით და ძალიან კონკრეტულ დავალებას ასრულებენ“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი